"ირაკლი რუსი, მოღალატე" - თბილისის ქუჩებში პოსტერები გააკრეს

გამოქვეყნდა:

"ირაკლი რუსი, მოღალატე" - ამ შინაარსის პოსტერები გაჩნდა წუხელ თბილისის ქუჩებში. პოსტერები პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, ასევე თბილისის მერიასთან გააკრეს. 

აქტივისტები ამბობენ, რომ პროტესტი ირაკლი კობახიძის გუშინდელ ანტიდასავლურ განცხადებებს უკავშირდება. 

"როცა შენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, როცა შენი თანამოქალაქეები იბრძვიან უკრაინაში და აკავებენ ბოროტების იმპერიას, როცა გაქებს ლავროვი, როცა გაქებს კარასინი, რა თქმა უნდა, აღმოჩნდები სამარცხვინო ბოძზე გაკრული", - თქვა ენმ-ს წევრმა, ლაშა ფარულავამ. 

მისი თქმით, რუსი პროპაგანდისტების წინააღმდეგ კამპანია მომავალშიც გაგრძელდება. იხილეთ ირაკლი კობახიძის განცხადებები: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი