"შევხვდებით ორი აგრესორი და ერთი მშვიდობისმყოფელი" - ლუკაშენკო ბაიდენს მინსკში იწვევს და პუტინთან შეხვედრას პირდება

გამოქვეყნდა:

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, ჯო ბაიდენს პუტინთან შესახვედრად მინსკში იწვევს, - ინფორმაციას ბელარუსის საინფორმაციო სააგენტო belta ავრცელებს.

ლუკაშენკო ბაიდენს თვითმფრინავის გაგზავნას პირდება და გარანტიას აძლევს, რომ შეხვედრას პუტინიც  დაესწრება: 

"რატომ მიემგზავრება ბაიდენი მაინცდამაინც პოლონეთში? თუმცა ჩვენ ეს არ გვაღელვებს. სურვილი თუ აქვს, გადაეცით, ჩვენ მზად ვართ, მინსკში მივიღოთ და სერიოზულად ველაპარაკოთ, თუ მას სურს მშვიდობა უკრაინაში. პუტინიც კი ჩამოფრინდება მინსკში და შევხვდებით ორი აგრესორი და ერთი მშვიდობისმყოფელი პრეზიდენტი. რატომაც არა?ომის დასრულება თუ სურს, მაშინ ბაიდენი პოლონეთიდან აქ ჩამოვიდეს. მე თვითმფრინავს გავუგზავნი, თუ საჭიროა,  ბოინგს და ვუმასპინძლებთ. გარანტიას გაძლევთ, რომ პუტინი ჩამოვა, დავსხდებით და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ", - ამბობს ლუკაშენკო 

ბაიდენი პოლონეთში ჩასვლას 20-22 თებერვალს გეგმავს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი