მზად ვარ რუსებთან ერთად ვიბრძოლო იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებენ - ლუკაშენკო

გამოქვეყნდა:

ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის ომში ჩაერთოს რუსეთის მხარეს, თუმცა მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესია განხორციელდება:

„მე მზად ვარ რუსებთან ერთად ვიბრძოლო ბელარუსის ტერიტორიიდან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე - თუნდაც ერთი ჯარისკაცი - მოვა ჩვენს ტერიტორიაზე იარაღით ჩემი ხალხის მოსაკლავად, თუ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებენ, პასუხი იქნება. ომი კი სულ სხვა ხასიათს მიიღებს“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გაფრთხილება ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ სხვა მეზობელ ქვეყნებსაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი