"არაფერი მიუთითებს, რომ აშშ-სა და კანადაში ჩამოგდებული ამოუცნობი ობიექტები რომელიმე ქვეყნის სადაზვერვო პროგრამებს უკავშირდება" | ბაიდენი

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, "არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩრდილოეთ აშშ-სა და კანადაში ჩამოგდებული საჰაერო სამიზნეები რომელიმე ქვეყნის სადაზვერვო პროგრამებს უკავშირდება".

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცეში თებერვალში 5 მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს. პირველი საჰაერო ბუშიტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა, აშშ-ს საჰაერო სივრცეში თებერვლის დასაწყისში შენიშნეს. 

ჩინეთმა აღიარა, რომ ბუშტი მათ ეკუთვნოდა და ამტკიცებდა, რომ ის მეტეოროლოგიური მიზნებისთვის გამოიყენებოდა, უამინდობის გამო კურსს გადაუხვია და აშშ-ში შემთხვევით, ცუდი ამინდის გამო მოხვდა. აშშ-ის ოფიციალური პირები კი აცხადებდნენ, რომ ობიექტი "სათვალთვალო ხელსაწყო" იყო.

აშშ-მ ბუშტი 4 თებერვალს ჩამოაგდო. მისი ნამსხვრევები კი საკვლევად წაიღო. კიდევ ერთი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი აშშ-ში 13 თებერვალს ჩამოაგდეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი