თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს, როინ მებონიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

გარდაცვლილი გოგოს დედა უვადო პატიმრობას ითხოვდა. მოსამართლემ განაცხადა, რომ სასამართლომ მხედველობაში მიიღო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ქმედების განხორციელებისას კაცი შეზღუდული შერაცხადი იყო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მებონია გაივლის სავალდებულო სამედიცინო მკურნალობას, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებაში. გამოჯანმრთელების შემდეგ სასჯელის მოხდა საერთო წესით გაგრძელდება.

ცნობისთვის, მკვლელობა თბილისში 21 მაისს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა. მებონიამ მეუღლეს, 27 წლის სოფო კვარაცხელიას სასიკვდილო ჭრილობები მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა.

როინ მებონია ცოლის მკვლელობას აღიარებს, თუმცა დანაშაულის მოტივზე არ საუბრობს. ამბობს, რომ არ იცის რატომ მიაყენა მრავლობითი სასიკვდილო დაზიანებები მეუღლეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მცირეწლოვანი შვილების თვალწინ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი