"თუ მართლა დათვალიერებულია და მანქანა არ არის იქ ნამყოფი, ე.ი მართლა სხვა ფაქტთან გვაქვს ადგილი"- მიხეილ რამიშვილი

გამოქვეყნდა:

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს საქმის მასალები არ გადასცეს. მიხეილ რამიშვილი ღამით ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფებოდა. როგორც მან პოლიციიდან გამოსვლის შემდგ განმარტა, რადგან დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ჯერ არავინ არის ცნობილი, მასალები ამიტომ არ გადასცეს. ადვოკატი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ბაჩალიაშვილის მამისთვის ითხოვს

გარდა ამისა, რამიშვილი თვლის, რომ უნდა მოხდეს საქმის კვალიფიკაციის შეცვლა და მისთვის გაუგებარია, რატომ მიდის გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, მაშინ, როდესაც საქმეში არის გარდაცვლილი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ამ თემაზე შსს-ში გამართულ პირველ ბრიფინგზე განაცხადეს, პირველადი დათვალიერებით ბაჩალიაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მათივე ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს აფთიაქში მედიკამენტებიც შეიძინა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი