უკრაინის საჰაერო ძალებმა ორი რუსული ფრთოსანი რაკეტა "კალიბრი" ჩამოაგდეს 

გამოქვეყნდა:

უკრაინულმა ძალებმა მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს, ორი რუსული საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალები ადასტურებს. 

"18 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შავი ზღვიდან უკრაინაზე თავდასხმის მიზნით, ოთხი საკრუიზო რაკეტა "კალიბრი“ გაუშვა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა და აქტივებმა გაანადგურეს ორი რაკეტა“,- ნათქვამია განცხადებაში. 

უკრაინის საჰაერო ძალებში აღნიშნავენ, რომ სარაკეტო თავდასხმის საფრთხე რჩება.შეგახსენებთ, რომ დილიდან ქვეყნის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი