ბაჩალიაშვილის საქმე - ადვოკატი საქმის მასალების გადაცემას და მამისთვის დაზარალებულის სტატუსს ითხოვს

გამოქვეყნდა:

გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი საქმის მასალების გადაცემას ითხოვს. იმ მოტივით, რომ დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არავის აქვს, საგამოძიებო უწყება მიხეილ რამიშვილს ამ მოთხოვნაზე უარს ეუბნება.

გარდა ამისა, ადვოკატი საქმის გადაკვალიფიცირებასაც ითხოვს. როგორც რამიშვილი ამბობს, არსებობს გარდაცვლილი, შესაბამისად თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით გამოძიების დაიწყება, არასწორია.

"მოვითხოვე გუშინდელი განცხადებით რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი იყოს მამა და მოგვეცეს საშუალება, რომ საქმის მასალები გადმოგვეცეს" - ამბობს რამიშვილი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ამ თემაზე შსს-ში გამართულ პირველ ბრიფინგზე განაცხადეს, პირველადი დათვალიერებით ბაჩალიაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მათივე ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს აფთიაქში მედიკამენტებიც შეიძინა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი