"ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა ყველაფრის გარეშე" - გახარია haqqin.az-ის სკანდალურ სტატიაზე

გამოქვეყნდა:

ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა ყველაფრის გარეშე - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ მინისტრი აზერბაიჯანული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, იარაღით ვაჭრობისთვის საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო ძებნილს დერეფანი გაუხსნა​.

​აზერბაიჯანული პრო სახელისუფლებო გამოცემა haqqin.az ამტკიცებს, რომ მის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები ფოთშია გადაღებული. მედიის ინფორმაციით, ამ ტერიტორიიდან  იარაღებით დატვირთულმა მანქანებმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთა და ახლა სომხეთში იმყოფება. საქართველომ კი უკანონო ტვირთის გადასაზიდად  დერეფანი გაუხსნა. იარაღით მოვაჭრე ცნობილ კრიმინალს, სლობოდან ტესიჩს.

გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ ურთიერთობას და ძმობას საფრთხე არ ემუქრება და ინფორმაცია საყურადღებო იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯელობის საგანი ორ ქვეყანას შორის გახდებოდა და არა მედიით:

"პოლიტიკური პრობლემა საქართველოს არ ექნება. ჩვენ ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ სრულად საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია." ამბობს გიორგი გახარია.

პრემიერ მინისტრისთვის დღეს გაუგებარი აღმოჩნდა, რას ნიშნავს "სამთავრობო მედია". სწორედ პროსახელისუფლებო გამოცემად ითვლება haqqin.az, რომელმაც სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა

ნანახი გაქვთ ეს ფოტო? ეს არის ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა ყველაფრის გარეშე. რა შეიარაღება. როდესაც რაღაც ინტერნეტგამოცემის გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე კითხვას მისვამთ ორ მოძმე ქვეყანას შორის ურთიერთიბის კონეტქსტში, არასწორია....სამთავრიობო მედია- რას ნიშნავს სამთავროიბო მედია? - ამბობს გახარია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი