"ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების გამო, ასეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ" - გახარია გომელაურის გადაყენებაზე

გამოქვეყნდა:

შს მინისტრი არ გადადგება - ასე პასუხობს პრემიერ მინისტრი ვახტანგ გომელაურის გადაყენების მოთხოვნას და ამ ყველაფერს პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს.

გახარია ამბობს, რომ მოთხოვნა არასერიოზულია და​ "ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების გამო, ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს".

პრემიერმა ამ განცხადებით უპასუხა მათ, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანაი შექმნილ მძიმე კრიმინოგენულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ვახტანგ გომელაურმა უნდა აიღოს და თანამდებობა დატოვოს.

"როდესაც მძაფრ პოლიტიკურ პროცესში ვართ, მაშინ, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკური ძალა იყენებს კონკრეტული ოჯახების ტრაგედიას, იყენებს პოლიტიკური პროცესისთვის. ვთქვი, რომ ასეთი სივრცეები არ უნდა დარჩეს და მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მედიასაც და ჩვენს მოქალაქეებსაც იმისთვის, რომ სივრცე არ დავტოვოთ ინტერპრეტირებისთვის" - ამბობს გახარია.

პრემიერი აღირებს რომ მართლმსაჯულების სისტემაში პრობლემები და მას რეფორმა სჭირდება. მისივე თქმით, ხელისუფლებას ამ პრობლემების მოგვარების საკუთარი გეგმაც აქვს.

"საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირება სჭირდება. ეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ამას ვაკეთებდი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. სისტემური განახლება რაც იყო, ეს იყო სწორედ ის რეფორმების მიმართულება, რომელიც უნდა გაგრძელდეს"-  ამბობს გახარია

პრემიერ მინისტრმა დღეს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან ურთიერთობაზე და კონგრესის თავდაცის აქტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15% -ის გაყინვა არ მოხდება.

მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სტრატეგიულ პარტნიორს გარკვეული კითხვები აქვს, თუმცა როგორც გახარია ამბობს, მოხდა ინფორმაციების გაცვლა და კითხვის ნიშნები საქართველოსთან მიმართებაში აღარ არსებობს.

გარდა ამისა, გიორგი გახარიამ დღეს აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ფოტომასალაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის "ძმურ ურთიერთობას" საფრთხე არ ემუქრება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი