
"ვაშინგტონი კაცობრიობის წინაში რუსული დანაშაულების ბრალდებით მოსკოვის დემონიზებასა და უკრაინაში კრიზისის გამწვავებას ცდილობს" - ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა თქვა.
ამ განცხადებით ანტონოვი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის კომენტარს გამოეხმაურა. კამალა ჰარისმა 18 თებერვალს თქვა, რომ რუსეთმა უკრაინის ომში კაცობრიობის წინაშე დანაშაული ჩაიდინა.
აშშ-ში რუსეთის ელჩის თქმით, ამერიკის მხრიდან მსგავს განცხადებების მიზანი "უკრაინის კრიზისის გამწვავებაა".
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის რუსეთის დემონიზების უპრეცედენტო მცდელობა ჩვენ წინააღმდეგ გაჩაღებული ჰიბრიდული ომის ფარგებში. ეჭვგარეშეა, რომ ვაშინგტონის მსგავსი თავდასხმების მიზანია საკუთარი ქმედებების გამართლება უკრაინის კრიზისის გასამწვავებლად", - დაწერა ანატოლი ანტონოვმა telegram-ზე.