"უსაფუძვლო სპეკულაციები" - თალაკვაძე აბაზოვის 2020 წლის სიაში შეყვანაზე 

გამოქვეყნდა:

უსაფუძვლო სპეკულაციები - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯოდმარემ ქართული ოცნების 2020 წლისა საპარლამენტო სიაში, მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის შეყვანის ესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ პროპორციულ სიას მმართველი პარტია საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს. მისი თქმით, სიაში თავადაც იქნება, თუმცა იქნება თუ არა ისევ პარლამენტის თავმჯდომარე, ამაზე გადაწყვეტილებას მე-10 მოწვევის პარლამენტი მიიღებს 

„ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად მეც ვგეგმავ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას. რაც შეეხება პროპორციულ სიას, უახლოეს მომავალში მას წარვუდგენთ საზოგადოებას. სიაში იქნება ჩვენი გუნდის არაერთი გამოცდილი წევრი. ასევე იქნებიან ახალი ადამიანები, რომლებმაც უნდა შემოიტანონ პოლიტიკაში მეტი ენერგია, პროგრესი, მეტი იდეები. ჩვენ გვაქვს პროაქტიული დღის წესრიგი, ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი და რასაკვირველია, სიასაც დავაკომპლექტებთ ძლიერი კადრებით. ეს იყო უსაფუძვლო სპეკულაციები და ინფორმაცია, რაც მედიაში გაჟღერდა მასთან დაკავშირებით, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია“ - ამბობს თალაკვაძე.

ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდის საპარლამენტო სიაში იქნება, მარნეულის ყოფილმა მერმა თავად გაავრცელა.

აბაზოვი ამბობს, რომ შეთავაზება მიიღო და უარი არ უთქვამს, თუმცა ვისგან მიიღო მან ეს შეთავაზება უცნობია.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი