უსაფუძვლო ინფორმაციაზე სახელმწიფოები კომენტარს ვერ გავაკეთებთ - თალაკვაძე haqqin.az-ზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, აზერბაიჯანული მედიით გავრცელებულ ინფორმაცია, რომლის თანახმად, იარაღით ვაჭრობისთვის საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო ძებნილს დერეფანი გაუხსნა​, უსაფუძვლოა.

პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ერთი რომელიმე სააგენტოს უსაფუძვლო ინფორმაციაზე ჩვენ, სახელმწიფოები კომენტარებს ვერ გავაკეთებთ და ვერანაირ შეშფოთებასაც ვერ გამოვხატავთ, ეს არის ერთი კონკრეტული მედიასაშუალების ვერსია, რომელსაც პირდაპირ გეუბნებით, არავითარი საფუძველი არ გააჩნია....გიპასუხეთ, რომ ეს ცნობა არის უსაფუძვლო,  უ ნიშნავს, რომ ეს არ ყოფილა - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის, თქმით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებთად და სტრატეგიულ პარტნიორებთან კარგი ურთიერთობა აქვს და ამ ურთიერთობების შეუფერხებლად გაგრძელება მომავალშიც პრიორიტეტული იქნება.

​აზერბაიჯანული პრო-სახელისუფლებო გამოცემა haqqin.az ამტკიცებს, რომ მის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები ფოთშია გადაღებული. მედიის ინფორმაციით, ამ ტერიტორიიდან  იარაღებით დატვირთულმა მანქანებმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთა და ახლა სომხეთში იმყოფება. საქართველომ კი უკანონო ტვირთის გადასაზიდად  დერეფანი გაუხსნა იარაღით მოვაჭრე ცნობილ კრიმინალს, სლობოდან ტესიჩს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი