საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 459.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 38.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის მონაცემებით, რუსეთი ამ დრომდე საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. 2023 წლის იანვარში რუსეთში საქართველოს ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 105%-ით გაიზარდა და $87,8 მილიონი დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარში გაიზარდა რუსეთიდან იმპორტიც და მისმა ღირებულებამ $175,8 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო პროცენტული ცვლილება 104,5% იყო.
ექსპორტის ნაწილში მეორე ადგილს სომხეთი $69,8 მილიონი დოლარით იკავებს. მესამე ადგილზე კი აზერბაიჯანია - $51,9 მილიონი დოლარით.
აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ათეულში ევროკავშირის მხოლოდ ორი სახელმწიფო მოხვდა. ესენი არიან, ბულგარეთი - რომელიც 25,7 მილიონი დოლარით მეშვიდე ადგილს იკავებს და ესპანეთი, რომელიც 19,2 მილიონი დოლარით მერცე ადგილს იკავებს.
საექსპორტო ქვეყნების ტოპ 10 სახელმწიფო ასე გადანაწილდა: