
პარლამენტის თავმჯდომარე შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნას უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ მოახლოებული არჩევნების წინ ამ საკითხის დაყენება დესტრუქციულია.
"როცა ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება უსაფრთხოება და ახლოვდება არჩევნები, მისი გადადგომის მოთხოვნები აბსოლუტურად დესტრუქციულია . მე ვფიქრობ, ეს საკითხი აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია, არც კი განიხილება. რაც განიხილება, ეს არის მასთან ერთად ჩვენმა გუნდმა გააგრძელოს შსს-ს რეფორმები, გავაგრძელოთ შსს-სთვის კიდევ უფრო ეფექტური კანონმდებლობის შექმნა და ჩვენს მოქალაქეებს შევუქმნათ კიდევ უფრო უსაფრთხო გარემო,“ - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ ქვეყანაში არსებულ მძიმე კრიმინოგენულ ვითარებაზე ვახტან გომელაურმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თანამდებობიდან წავიდეს.
თალაკვაძის მსგავსად, შს მინისტრის გადაყენებას გამორიცხავს გახარიაც და ამბობს, რომ "ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების გამო, ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს"