
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ეუთო/ოდირის ზოგიერთი რეკომენდაცია გათვალისწინებული არ იყო - ამბობს აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი. დიპლომატი საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის მიღებას დადებითად აფასებს და იმედს გამოთქვას, ეს რეფორმა საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას შეუწყობს ხელს
"იყო გარკვეული რეკომენდაციები ეუთო/ოდირის, რომელიც არ იქნა მიღებული, თუმცა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კანონმდებლობა აღსრულდეს ზედმიწევნით იმისათვის, რომ ოქტომბერში თითოეულ ამომრჩეველს მიეცეს საშუალება ხმა მისცეს თავისუფლად, შიშის გარეშე” - ამბობს კელი დეგნანი
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით 2 ივლისს მიიღო. 94 ხმით, ერთის წინააღმდეგ.
პროექტი საარჩევნო კამპანიასთან და არჩევნების ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს.