
ახალქალაქში შუახნის კაცის დაჭრის ფაქტზე მამა-შვილი დააკავეს, - ინფორმაციას რეგიონული მედია "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით შემთხვევა 18 თებერვალს მოხდა. დაჭრილი კაცი ახალქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
გარდა ამისა, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილითაც, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.