"ეს არის ქართული კანონი" - კალაძე რუსულ კანონპროექტზე

გამოქვეყნდა:

მერი კალაძე მისი თანაპარტიელების მსგავსად ამბობს, რომ მათგან "გამიჯნულების" მომზადებული კანონპროექტი "უცხო ქვეყნის ჯაშუშებზე", რუსული არაა და ყველას ურჩევს, "მოიძიონ ინფორმაცია" და შეადარონ სხვა ქვეყნების ანალოგიურ კანონებს

„დავიწყებთ კანონპროექტის განხილვას. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ ადამიანის უფლებებთან არ მოდიოდეს წინააღმდეგობაში. გამჭვირვალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს დღეებია ვისმენთ ბევრ არასწორ, ცრუ ინფორმაციას, თითქოს ეს არის რუსული კანონი. არანაირი კავშირი რუსულ კანონთან არ აქვს. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ინტერნეტთან წვდომა აქვს, შეუძლია ძალიან მარტივად მოიძიოს სხვა ქვეყნებში, თუნდაც ამერიკასა ან უნგრეთში მიღებული კანონი, რომლებიც არის უფრო ხისტი. რუსულ კანონთან პარალელის გავლება ფიზიკურად შეუძლებელია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კითხვაზე, შეუქმნის თუ არა აღნიშნული კანონის მიღება საფრთხეს სხვადასხვა ორგანიზაციის საქმიანობას, კახა კალაძე პასუხობს, რომ მსგავსი საფრთხე არ არსებობს.

„არანაირი საფრთხე ორგანიზაციების დახურვის არ არსებობს. ზოგადად ჩვენ გვეუბნებიან, რომ რაღაც ასე გავაკეთოთ, რაც სწორი არაა. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს თავისი კონსტიტუცია, კანონები. ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, პარლამენტი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ისეთ კანონს არ მივიღებთ, რომელიც კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში მოვა. მიზანმიმართული კამპანია, რომ თითქოს ეს რუსული კანონია, დიდი სიცრუეა. ეს არის ქართული კანონი“, - განაცხადა კალაძემ. 

ცნობისთვის, 14 თებერვალს "ხალხის ძალამ" განაცხადა, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. კანონი საზღვარგარეთიდან შემოსული დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. მათი მტკიცებით, კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით შეადგინეს და სხვა დემოკრატიული ქვეყნების "საუკეთესო პრაქტიკაც" გაითვალისწინეს. "გამიჯნულებისა" და "ოცნების" გარდა, ყველა დემოკრატიული ორგანიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე დასავლელი პარტნიორები მკაცრ შეფასებას აძლევენ აღნიშნულ ინიციატივას და ამბობენ, რომ მისი განხილვაც კი ქვეყნის ევროპული მომავლის დივერსიაა.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი