
ძალიან მაღალი ალბათობით შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკულ ვარიანტს, ასე პირდაპირ გადმოთარგმნილს და გადმოკოპირებულს, ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დიმიტრი ხუნდაძის განცხადების კომენტირებისას.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თანახმა იყო დაეჭირა მხარი „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ იმ კანონპროექტზე, რომელიც პირველ ვარიანტად განიხილებოდა.
შეგახსენებთ, ხუნდაძემ დღეს ე.წ. აგენტების კანონზე, ახალი, ალტერნატიული კანონპროექტის დარეგისტრირება დააანონსა, რომელიც ამერიკულიც ამერიკული კანონის ზუსტი ანალოგი იქნება პირდაპირი თარგმანით.