გარდაცვლილი თამარ ბაჩალეიშვილის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურა გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი, 23 წლის თამარ ბაჩალიეშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი და საქმის მასალების გაცნობა შეეთავაზა.


ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში 2020 წლის 19 ივლისს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 24 ივლისს, საქმეს დაემატა კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას - წერია უწყების განცხადებაში.

პროკურატუა აცხადებს, გამოძიების პროცესში გარდაცვლილის მამას და მის ადვოკატს შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ასევე, გაიზაირეს ოჯახის თხოვნა და ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექპსერტიზაში არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრ "ემპათიის" წამომადგენელმა, გალინა კარმუშინამაც მიიღო მონაწილეობა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ამ თემაზე შსს-ში გამართულ პირველ ბრიფინგზე განაცხადეს, პირველადი დათვალიერებით ბაჩალიაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მათივე ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა 17 ივლისს აფთიაქში მედიკამენტებიც შეიძინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი