შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ჩანაწერს, რომელიც ჯგუფურად დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ბრალდებით დაკავებულ პირებს ეხებათ. საქმეზე ერთი პირი ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

ბრალდებულებმა ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ 2023 წლის 20 იანვარს ნაცნობი – პ.ჩ. მოტყუებით მიიყვანეს ზაჰესში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც გადასცეს 300 გრამი ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულა პირებმა მას რეალიზებისთვის 2 კვირის ვადა მისცეს და რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გადაცემა მოსთხოვეს. 

ვინაიდან პ.ჩ.-მ არ შეასრულა ბრალდებულების მოთხოვნები, ა.ჩ.-მ და ლ.ღ.-მ იგი ძალის გამოყენებით, ავტომანქანით წაიყვანეს დიღომში, რომელსაც ლ.ბ. მართავდა. გზაში ბრალდებულები ემუქრებოდნენ პ.ჩ.-ს მისი და მის ოჯახის წევრების წამებით, დაწვით და ლიკვიდაციით, ასევე, ფიზიკურად ძალადობდნენ მასზე.

"ნუ ყვირიხარ, თვალებს ამოგთხრი ახლა, სად არის ფული ბიჭო? დაგწვავ ბავშვიანად, ბიჭო, მო***ნავ დედის...მაგ ცოლშვილიანად ამოგბუგავ ბიჭო! [...] ბ***ს შვილი ვიყო ლიმონკები თუ არ შემოგიყაროთ, შენ ბავშვთან ერთად დაგაგდებ ღორივით, ბიჭო, სკვაზნოიზე გესვრი, ჩერეზ ბავშვი", - ისმის გავრცელებულ ჩანაწერში. 

შსს ამბობს, რომ ლ.ბ.-მ, რომელიც შეესწრო ა.ჩ.-ს და ლ.ღ.-ს მიერ ჩადენილ დანაშაულს, სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ არ შეატყობინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი