კითხვები გვაქვს, არც ანალიზები ყოფილა ნანახი, არც სხვა კვლევის შედეგები - ჩხაიძე ომბუდსმენის კონსილიუმზე

გამოქვეყნდა:

"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ომბუდსმენის კონსილიუმის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მათ არ ნახეს უახლესი კვლევების შედეგები, არც ანალიზები, არ გაითვალისწინეს მკურნალი ექიმის აზრი.

მისი თქმით, რის საფუძველზე გაკეთდა კონსილიუმის განცხადება გაუგებარია.

"მე შემიძლია დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა ყველა იმ კონსილიუმის წევრი ექიმების მიმართ, ნამდვილად ისინი თავისის საქმის სპეციალისტები არიან და ჩვენი პატივისცემა მათ, როგორც პროფესიონალებს. მაგრამ ჩვენ გვიჩნდება კითხვები, და გვაქვს ასეთი აზრი, კონსილიუმი, ზოგადად, მიღებული წესია, კონსილიუმი იკრიბება, ეს ნიშნავს ექიმთა აზრთა ურთიერთ გაზიარებას, რომ შესაბამისად ნანახი იქნეს პაციენტი, უახლესი კვლევის შედეგები, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს მკურნალი ექიმების აზრი, ჩვენი აზრი, შევჯერდეთ და შესაბამისად უნდა იყოს რეკომენდაციები. ჩვენ ამ კონსილიუმის მხრიდან, ვერც პირველ შემთხვევაში, ვერც ამ ბოლო შემთხვევაში, მსგავსი არაფერი ყოფილა, არც ანალიზები ყოფილა ნანახი, არც სხვა ინსტრუმენტული კვლევის შედეგები ყოფილა ნანახი, და უბრალოდ განცხადებების კეთება კლინიკის კიბეებზე და რაღაც ახალი დიაგნოზები, კუჭის პარეზი ახსენეს იქ მგონი, რის საფუძველზე?! როდესაც კვლევის შედეგები არ არის ნანახი", - თქვა ჩხაიძემ. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს კუჭის პარეზი არ აქვს და ეს კვლევებითაც დადასტურდა. იხილეთ: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი