ბრალს ისე კარგად დაუმძიმებენ, როგორც დაუბარებიათ - ნიკოლაძე დაკავებულ არასრულწლოვნებზე

გამოქვეყნდა:

ბრალს ისე კარგად დაუმძიმებენ, როგორც დაუბარებიათ, - ამის შესახებ მოკლული გიორგი შაქარაშივილის ბიძამ, მირიან მიკოლაძემ "მთავარ არხთან" სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, არასრულწლოვნების საქმის გამოყოფის შემდეგ შეზღუდვა არ იქნება და ისინი 109-ე მუხლით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები გახდებიან.  

პროცესიული კანონმდებლობით მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს. ისე კარგად დაუმძიმებენ, როგორც დაუბარებიათ. გამოყოფის შემდეგ ჩვეულებრივად არაფერში არ არის შეზღუდვა, არანაირი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იძლევა ყველანაირ გასაქანს, რომ არსებულ ეპიზოდში თუ გამოიკვეთება განზრახ მკვლეობა და ჩვენი ღრმა რწმენით, გამოიკვეთება. იქ მიესჯებათ 226-ში, უბრალოდ, აქ აღარ მიესჯებათ იმიტომ, რომ ერთი და იგივე ბრალდება გაორმაგებულად ხომ არ შეეფარდებათ და ისინი აქ, 109-ე ეპიზოდში, ჩვეულებრივად გახდებიან განზრახ მკვლელობის ბრალდებულები, - ამბობს მირიან ნიკოლაძე.

ცნობისთვის, ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატის თქმით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწოვნების მიმართ გამოძიება დასრულებულია და მათ განზრახ მკვლელობის მუხლს ვეღარ წაუყენებენ

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს გაიმართება, მანამდე კი 27 ივლისს მცხეთის რაიონული სასამართლო, 17 დაკავებულიდან 11-სთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებს. 

შეგახსენეთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი