ათასობით ლარის ჯარიმა ღამის კლუბების მეპატრონეებისთვის - კლუბების წარმომადგენლები სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულ, არაადეკვატურად მკაცრ სანქციებს აპროტესტებენ. ამის შესახებ მათ სპეციალურ პრესკონფერენციაზე თქვეს.
ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ, რომ ღონისძიებები, რომელიც ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის იმართება, კულტურული ღონისძიებების ნუსხაში შევიდეს. მოითხოვენ იმასაც, რომ ერთობლივად შეიმუშავონ ისეთი რეგულაციები, რომელიც მათ საქმიანობის შესაძლებლობას მისცემს.
მოიხსნას დაუყოვნებლივ ეს ჯარიმები, ჯანდაცვის სამინისტრო სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად გადავიდეს თანამშრომლობის რეჟიმზე. ურთიერთთანამშრომლობის შედეგად დადგინდეს ადეკვატური რეგულაციები რომლის მიხედვითაც საშუალება გვექნება რომ გავაგრძელოთ ფუნქციონირება და სასწრაფოდ შეიცვალოს კლუბებისა და ფესტივალების სტატუსი და გადავიდეს გასართობი ღონისძიებებიდან კულტურული ღონისძიებების ნუსხაში, - ამბობს კლუბის "მტკვარზე" წარმომადგენელი ქეთა გაბუნია.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო თბილისში ღამის კლუბები მიმდინარე წლის მარტში დაიხურა.