"კორუმპირებულები მოიკითხონ თავისკენ" - გიული ალასანიას პასუხი კობახიძეს

გამოქვეყნდა:

"დამისაბუთონ, რა მაქვს მოხვეჭილი, თვითონ რამდენი აქვთ მოხვეჭილი ის დათვალონ" - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

ალასანიამ კობახიძის განცხადებას ტყუილი უწოდა და დასაბუთება მოსთხოვა.

"კორუმპირებულები მოიკითხონ თავისკენ. მე საკმარისი ასაკი მაქვს და ბევრი ნაცნობი მყავს. ბევრი ადამიანი მიცნობს და იციან ჩემი საქმიანობა მთელი ცხოვრების განმავლობაში. ყველამ იცის, მე როგორ შეიძლება ვიყო კორუმპირებული, რომელი ნიშნით, ძალიან მაინტერესებს, მთელი ცხოვრება შრომაში ვარ.

[...]

რომელი ქართველი ხალხის ხარჯზე მაქვს მოხვეჭილი, ძალიან მაინტერესებს, დამისაბუთონ, რა მაქვს მოხვეჭილი, თვითონ რამდენი აქვთ მოხვეჭილი ის დაითვალონ", - თქვა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის ოჯახს კორუმპირებული უწოდა და თქვა, რომ  მარტო საქართველოში მათ 170 მილიონის ქონება "აქვთ მოხვეჭილი ხალხის ხარჯზე".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი