
რა წერია რუსულ კანონში, რომელიც "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა პარლამენტში წარადგინეს და რომელსაც მმართველი პარტიაც მხარს უჭერს. კანონთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო ეგაძე წერს:
კანონი მოკლედ - მიზანი რეპუტაციის შერყევა და კონტროლი.
ეს მაინც წაიკითხეთ
- კანონის მიხედვით სუბიექტს დაერქმევა „უცხოური გავლენის აგენტი”
- „უცხოური გავლენის აგენტი” ვალდებული იქნება, დარეგისტრირდეს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომავალში შექმნილ ვებ-გვერდზე
- „უცხოური გავლენის აგენტი” ვალდებული იქნება საჯაროდ (მაგალითად ვებ-გვერდზე წარმოაჩინოს, რომ უცხოური გავლენის აგენტია)
- კანონი არ ეხება სპორტის შესახებ და ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ ორგანოებს…
- აგენტი არაკომერციული /არასამეწარმეო იურიდიული პირია
- კანონი ეხება იმ „აგენტებს”, რომელთა შემოსავალში 20%-ზე მეტი დაფინანსების წილი „უცხოური ძალიდანაა” მიღებული
- ასეთები არიან: მედია მაუწყებელი, პირი რომელიც თავად ან სხვასთან ერთად ფლობს ნებისმიერ მედიას ან ინტერნეტ მედიას
- უცხოური ძალა: უცხო სახელმწიფოს სისტემის მდგენელი სუბიექტი, არამოქალაქე ფიზიკური და საქართველოს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, ნებისმიერი გაერთიანება სხვა, უცხო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული.
- აგენტები მიმართავენ იუსტიციის სამინისტროს და რეგისტრირდებიან
- სარეგისტრაციო ფორმაში ივსება განმცხადებლის როგორც ციფრული ისე ფიზიკური ადგილსამყოფელი,ასევე საჯაროდ განთავსდება ყველა სადამფუძნებლო დოკუმენტაცია
- რეგისტრაცია უფასოა:)
- ეს პროცესი ყოველწლიურია
- უფლებამოსილ პირს „საჭიროების” შემთხვევაში უფლება აქვს მოიძიოს რა ინფორმაციაც კი სურს აგენტზე, მათ შორის პერსონალური
- აგენტი ვალდებულია დეკლარაცია განათავსოს საჯაროდ (აქ ალბათ იგულისხმება საკუთარი ვებ-გვერდი) როგორც რუსეთში
- იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია აწარმოოს მონიტორინგი (თუ რამე არ მოეწონა დეკლარაციაში)
- ამის მიზეზი შეიძლება გახდეს: უფლებამოსილი პირის ერთპიროვნული გადაწყვეტილება?!, მინიშნება?!, ჩაიქექოს პერსონალურ ინფორმაციაში
- მონიტორინგი შესაძლებელია 6 თვეში ერთხელ
- აგენტად რეგისტრაციისგან თავის არიდება 25000 ლარი ღირს, რამდენიმე პუნქტის დარღვევა 10000 ლარი, ზოგიერთი პუნქტი 20000 ლარი
- აგენტები ვალდებული არიან 2022 წელზე უკვე მოახდინონ დეკლარაციის წარდგენა
- კანონის ზოგიერთი პუნქტები ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო რაც ბიუროკრატიულია 60 დღეში" - წერს ეგაძე.
ცნობისთვის, 14 თებერვალს "ხალხის ძალამ" განაცხადა, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. კანონი საზღვარგარეთიდან შემოსული დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. მათი მტკიცებით, კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით შეადგინეს და სხვა დემოკრატიული ქვეყნების "საუკეთესო პრაქტიკაც" გაითვალისწინეს. "გამიჯნულებისა" და "ოცნების" გარდა, ყველა დემოკრატიული ორგანიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე დასავლელი პარტნიორები მკაცრ შეფასებას აძლევენ აღნიშნულ ინიციატივას და ამბობენ, რომ მისი განხილვაც კი ქვეყნის ევროპული მომავლის დივერსიაა.
ამავე თემაზე: