დაადასტურეს და საჯაროდ თქვეს, რომ ამ 8 თვის განმავლობაში, მდგომარეობა პროგრესულად უარესდება - გრიგოლია "ვივამედზე"

გამოქვეყნდა:

ომბუდსმენის კონსილიუმის წევრი ექიმი, გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ "ვივა მედის" მიერ გამართული ბრიფინგით დადასტურდა, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა პროგრესულად უარესდება. მისი შეფასებით, კლინიკაში რვათვიანი მკურნალობა არაეფექტური იყო.

"კარგია, რომ დაადასტურეს და ბოლოს და ბოლოს საჯაროდ თქვეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რვა თვის განმავლობაში კლინიკაშია მიხეილ სააკაშვილი და არ არის ვთქვათ ციხეში, აი ამ რვა თვის განმავლობაში, მდგომარეობა პროგრესულად უარესდება. თვითონ ამბობენ ექიმები, რომ შეიძლება გახდეს სარეანიმაციო, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ კლინიკაში, ამ კლინიკაში რვათვიანი მკურნალობა აღმოჩნდა აბსოლუტურად არაეფექტური", - ამბობს გრიგოლია. 

კლინიკების ასოციაციის დამფუძნებელი, ვილი პაჭკორია ამბობს, რომ ექიმები "ბინძურ თამაშში" ჩაებნენ. ის მოუწოდებს კოლეგებს, დროულად გასცენ რეკომენდაცია მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ, შესაბამის კლინიკაში გადაიყვანონ. 

ცნობისთვის, "ვივა მედში" გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის სხეულის წონა და მასა რჩება ძალიან დაქვეითებული, ტენდენცია კი არის დამძიმებისკენ. კლინიკური დირექტორი, მიხეილ ჩხაიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს შეუგუებლობა აქვს იმ პირობებისადმი, რა პირობებშიც იმყოფება და ეს მკურნალობაზე გავლენას ახდენს. მისივე თქმით, ნებისმიერი პატიმრის მიზანია თავისუფლების მოპოვება, მაგრამ ვერ დაუშვებენ ეს კლინიკის ავტორიტეტის ხარჯზე მოხდეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი