ხედავენ რა მძიმე მდგომარეობაშია სააკაშვილი, ამიტომ იქმნიან მტკიცებულებებს - ხაჭაპურიძე "ვივამედზე"

გამოქვეყნდა:

კლინიკა "ვივა მედში" ამ წუთებში მესამე პრეზიდენტს დედა, გიული ალასანია ხვდება, რის შემდეგაც მასთან ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე შევა. უფლებადამცველი მედიასთან კომენტარისას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა გუშინ, "ვივა მედში" გამართულ პრესკონფერენციას და თქვა, რომ ექიმები ხედავენ რა მძიმე მდგომარეობაშია პაციენტი.

მისი განცხადებით, ექიმები მსგავსი კომენტარებით მტკიცებულებებს იქმნიან სასამართლოსთვის, რომ ყველაფერს აკეთებენ.

"ამდენ ხანს რატომ არ ხდებოდა მსგავს ფორმატში პრესკონფერენციების ჩატარება ჩვენთვის არ განუმარტავთ, მაგრამ, მარტივია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისინი ხედავენ აშკარად რა მძიმე მდგომარეობაშია სააკაშვილი, იგი ნებისმიერ წამს შეიძლება გარდაიცვალოს, ამიტომ, იქმნიან მტკიცებულებებს და ამბობენ, რომ იცით რა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ პაციენტი არ გვემორჩილება, რაც არის ტყუილი", - თქვა ხაჭაპურიძემ.

მისივე განცხადებით, მხოლოდ რამდენიმე თვის ვიდეო მასალა გადაეცათ და არა მთელი წლის, სადაც ადვოკატებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, გულყრის ეპიზოდები, თუ სხვა. 

ცნობისთვის, "ვივა მედში" გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის სხეულის წონა და მასა რჩება ძალიან დაქვეითებული, ტენდენცია კი არის დამძიმებისკენ. კლინიკური დირექტორი, მიხეილ ჩხაიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს შეუგუებლობა აქვს იმ პირობებისადმი, რა პირობებშიც იმყოფება და ეს მკურნალობაზე გავლენას ახდენს. მისივე თქმით, ნებისმიერი პატიმრის მიზანია თავისუფლების მოპოვება, მაგრამ ვერ დაუშვებენ ეს კლინიკის ავტორიტეტის ხარჯზე მოხდეს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი