მოლდოვა უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებას, რომ უკრაინა დნესტრისპირეთზე თავდასხმას გეგმავს

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცება, რომ უკრაინა „შეიარაღებულ პროვოკაციას“ამზადებს მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის წინააღმდეგ, მოლდოვის ხელისუფლებამ უარყო. 

"რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო ხელისუფლება არ ადასტურებს.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და ინფორმაციის მოლდოვის რესპუბლიკის ოფიციალური და სანდო წყაროებიდან მიღებისკენ.

ჩვენი დეპარტამენტები თანამშრომლობენ უცხოელ პარტნიორებთან და ქვეყნისთვის საფრთხის შემთხვევაში, საზოგადოებას დაუყოვნებლივ ეცნობება",- ნათქვამია განცხადებაში. 

 რუსეთის თავდაცვა ამტკიცებს, რომ უკრაინა დნესტრისპირეთში "შეიარაღებულ პროვოკაციას" ამზადებს. სახელისუფლებო მედია TASS უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ ამ "პროვოკაციას" უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები "აზოვის" მონაწილეობით განახორციელებენ. 

ვრცლად:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი