
რუსეთის თავდაცვა ამტკიცებს, რომ უკრაინა დნესტრისპირეთში "შეიარაღებულ პროვოკაციას" ამზადებს. სახელისუფლებო მედია TASS უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ ამ "პროვოკაციას" უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები "აზოვის" მონაწილეობით განახორციელებენ.
„ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, უახლოეს მომავალში კიევის რეჟიმი ამზადებს შეიარაღებულ პროვოკაციას დნესტრისპირეთის მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელსაც განახორციელებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, მათ შორის ნაციონალისტური ფორმირების „აზოვის“ მონაწილეობით. რუსეთის ფედერაციაში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული და აკრძალული.
დადგმულ შეჭრაში მონაწილე უკრაინელი დივერსანტები ჩაცმული იქნებიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების ფორმაში" - წერს TASS სამხედრო დეპარტამენტზე დაყრდნობით.
რუსეთის თავდაცვის მტკიცებითვე, შეჭრის საბაბად, დნესტრისპირეთის ტერიტორიიდან რუსული ჯარების სავარაუდო შეტევის მოწყობა იგეგმება.
"ამისთვის დადგმულ შეჭრაში მონაწილე უკრაინელი დივერსანტები ჩაცმული იქნებიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების ფორმაში", - თქვეს სამინისტროში.
რუსეთი ამბობს, რომ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და მზად არიან უპასუხონ სიტუაციის ნებისმიერ ცვლილებას.