"არაფერი დაგვიბრალებია პაციენტისთვის, არის რაღაცები, რაც საჯაროდ არ ითქმებოდა" - ჩხაიძე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას, რომ გუშინ კლინიკა "ვივამედის" ექიმების მიერ გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ისაუბრეს, დაადასტურეს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ პასუხისმგებლობის პაციენტზე გადატანა სცადეს უპასუხა  კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა ხელმძღვანელმა, ზურაბ ჩხაიძემ. 

ჩხაიძე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის არაფერი დაუბრალებიათ.

"არაფერი არ დაგვიბრალებია პაციენტისთვის, ჩვენ ერთგული ვართ როგორც თქვენ გესმით, ჰიპოკრატეს ფიცის და ალბათ, არის რაღაცები, რაც საჯაროდ არ ითქმებოდა",- თქვა მან. 

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ფიქრობს, რომ პირად ექიმს, თამარ დავარაშვილს სურდა, რომ დამატებით ესაუბრა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მიეცა. 

შეგახსენებთ, რომ "ვივამედის" ექიმების ბრიფინგს მიხეილ სააკაშვილი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. მესამე პრეზიდენტი წერს, რომ ექიმების ყველა განცხადება ტყუილია გარდა იმისა, სადაც ისინი ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმეა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი