შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები პროკურატურას უპირისპირდებიან

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ადვოკატები და პროკურატურა ერთმანეთს უპირისპირდებიან. ერთ-ერთი არასრულწლოვნის ინტერესების დამცველი ამტკიცებს, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდება აღარ იქნება. მთვარი მიზეზი სასამართლო განხილვების დაწყებაა - პირველი სხდომა მოკლული ფეხბურთელის საქმეზე 31 ივლისს დაინიშნა. თუმცა შაქარაშვილების ოჯახის წარმომადგენელი მირიან ნიკოლაძე და თავად საგამოძიებო უწყებაც საპირისპიროს ამტკიცებენ. 

ბრალს ისე კარგად დაუმძიმებენ, როგორც დაუბარებიათ, - ამის შესახებ მოკლული გიორგი შაქარაშივილის ბიძამ, მირიან მიკოლაძემ "მთავარ არხთან" სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, არასრულწლოვნების საქმის გამოყოფის შემდეგ შეზღუდვა არ იქნება და ისინი 109-ე მუხლით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები გახდებიან.  

პროცესიული კანონმდებლობით მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს. ისე კარგად დაუმძიმებენ, როგორც დაუბარებიათ. გამოყოფის შემდეგ ჩვეულებრივად არაფერში არ არის შეზღუდვა, არანაირი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იძლევა ყველანაირ გასაქანს, რომ არსებულ ეპიზოდში თუ გამოიკვეთება განზრახ მკვლეობა და ჩვენი ღრმა რწმენით, გამოიკვეთება. იქ მიესჯებათ 226-ში, უბრალოდ, აქ აღარ მიესჯებათ იმიტომ, რომ ერთი და იგივე ბრალდება გაორმაგებულად ხომ არ შეეფარდებათ და ისინი აქ, 109-ე ეპიზოდში, ჩვეულებრივად გახდებიან განზრახ მკვლელობის ბრალდებულები, - ამბობს მირიან ნიკოლაძე.

ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატის თქმით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების მიმართ გამოძიება დასრულებულია და მათ განზრახ მკვლელობის მუხლს ვეღარ
წაუყენებენგიორგი გელხაურის თქმით, მათ მიერ გადაცემული მტკიცებულებები ადასტურებს ზ.ხ უდანაშაულობას. 

ჩვენ გადავეცით გარკვეული მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს ზ.ხ უდანაშაულობას წარდგენილ ბრალდებაში და გამოძიებამ გადმოგვცა ყველა ის მტკიცებულება, რომელიც მან წარმართა სასამართლოში. ზ.ხ-სთან მიმართებაში. მასალები, რომლებიც წარმოდგენილი არის და რომელიც სასამართლოში იგზავნება აქ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ დგინდებოდეს ზ.ხ რაიმე სახით შემხებლობა ან შაქარაშვილთან, ან იმ ბრალთან, რომელიც მას აქვს წარდგენილი. საქმის ფარგლებში, რომელ საქმეზეც ახლა ვსაუბრობთ, გაძლევთ პირობას, რომ ფიზიკურად შეუძლებელი არის ბრალის დამძიმება ზ.ხ-სთან მიმართებაში, - ამბობს გელხაური. 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს გაიმართება, მანამდე კი 27 ივლისს მცხეთის რაიონული სასამართლო, 17 დაკავებულიდან 11-სთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებს.  

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე და მოკლული ფეხბურთელის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრებისთვის ბრალის დამძიმებას და მათი 109-ე მუხლით გასამართლებას ითხოვს.

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი