კახეთში ორი წლის მცირეწლოვანზე ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ ბავშვის მამა დააკავა. კაცის დაკავებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. დაკავებულია 1986 წელს დაბადებული ა.თ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის 2 წლის შვილზე ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა ბავშვმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა მიიღო. გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას", - წერია უწყების განცხადებაში.
ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
მცირეწლოვანი გურჯაანის "ჯეოჰოპიტალსში", დამწვრობებითა და მუცლის ძლიერი ტკივილით, გუშინ შეიყვანეს. ბავშვის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტები მიიღეს.
მცირეწლოვანის ბებია ძალადობაში ბავშვის 30 წლამდე ასაკის დედას ადანაშაულებდა და ამტკიცებდა, რომ ის შვილზე სისტემატურად ძალადობდა. იხილეთ ასევე:
ავტორი: ია გულიაშვილი.