
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავეცკის განცხადებით, პოლონეთმა უკრაინას ოთხი ერთეული Leopard 2-ის ტიპის ტანკი გადასცა.
ამის შესახებ მორავეცკიმ კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე განცხადებით, უკრაინა მომდევნო დღეებში კიდევ მეტ ტანკს მიიღებს.
"ჩვენ შეგვიძლია, რომ ლეოპარდების შემდეგი პარტია მალე გადავცეთ უკრაინას. თუმცა, მანამდე, რამდენმე დღეში, ჩვენ უკრაინას ძალიან კარგ PT-91-ის ტიპის 60 ტანკს გადავცემთ", - თქვა მორავეცკიმ.
მორავეცკიმ ბრიფინგზე უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინელები ძალიან ჩქარი ტემპით სწავლობენ Leopard-ების მართვას.
იხილეთ ასევე: