
"ქართული ოცნების" შეცვლილ პოზიციას, რომ უკრაინაში არა დემარშის, არამედ იმის გამო არ წავიდნენ, რომ ოფიციალური მოწვევა არ მიუღიათ, ეხმაურებიან ოპოზიციაში.
დღეს მმართველი გუნდი "სტრატეგია აღმაშნებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტყუილში ამხილა და თქვა, რომ მას დოკუმენტურად შეუძლია დამტკიცება, რომ ეს მოწვევა არსებობს.
"მოწვევა იყო ოფიციალური. თუ ბევრს იკიკინებს ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, წერილის ასლსაც გამოვუქვეყნებ. იცით, რომ ჩემგან იყო ეს ინფორმაცია. ამიტომ დაანებონ თავი ამ სისულელეს, რომ წერილი არ იყო და ტელეფონით დაგვირეკესო, ეს არის ზღაპარი", - ამბობს გიორგი ვაშაძე.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კვლავ ამტკიცებდა, რომ "ქართულ ოცნებას" ოფიციალური მიწვევა არ მიუღია და უკრაინაში ამიტომ არ წავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა. კიევში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, უკრაინის რადამ „ქართული ოცნების“ დეპუტატებიც მიიწვია, თუმცა მათ იქ ჩასვლაზე უარი განაცხადეს. მმართველი პარტიის მაგივრად კიევში ოპოზიცია ჩავიდა.