დემონსტრაციული დემარში და "ოცნების" ხელისუფლების რუსული პოლიტიკის საბოლოო ლუსტრაცია. ომის დაწყების წლისთვზე უკრაინის დედაქალაქში მეგობარი ქვეყნების გვერდით ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის არც ერთი წარმომადგენელი არ იქნება.
თუმცა გზავნილი, რომ საქართველო თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის გვერდით დგას, კიევში ქართულმა ოპოზიციამ ჩაიტანა, რომელსაც ოლიგარქიული რეჟიმის ლიდერები პარაზიტებს უწოდებენ. უკვე ცნობილია, რომ ხელისუფლება ხვალ დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქციასაც ემიჯნება და რუსთაველის გამზირზე საკუთარი ხალხის გვერდით არ იქნება.