
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ჩინეთის 12-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას ეხმაურება და მას არარეალურს უწოდებს.
"თუ პრეტენზია გაქვთ, რომ იყოთ გლობალური მოთამაშე, მაშინ არარეალურ გეგმას არ უნდა გვთავაზობდეთ, არ უნდა დებდეთ ფსონს აგრესორზე, რომელმაც დაარღვია საერთაშორისო კანონი და წააგებს ომს. ეს არ არის შორსმჭვრეტელობა. "შესაძლებლობების ფანჯარა" უსასრულო არაა",- წერს მიხაილო პოდოლიაკი.
უკრაინაზე რუსეთის შეჭრის წლისთავზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა თავისი "პოზიცია უკრაინის კრიზისის მოგვარების შესახებ". ჩინეთის გეგმა მოიცავს: