
უკრაინაზე რუსეთის შეჭრის წლისთავზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა თავისი "პოზიცია უკრაინის კრიზისის მოგვარების შესახებ". გეგმა 12 პუნქტს მოიცავს:
განცხადებაში ნათქვამია, რომ "ქვეყნის უსაფრთხოება არ შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს სხვების უსაფრთხოების ხარჯზე" და რომ რეგიონში უსაფრთხოება არ უნდა იყოს მიღწეული სამხედრო ბლოკების გაძლიერებით ან გაფართოებით.
დოკუმენტში, ასევე, ნათქვამია, რომ ატომური იარაღის გამოყენება მიუღებელია.
ჩინეთის ხელისუფლება კრემლის მოკავშირედ ითვლება. ქვეყანას ოფიციალურად არ დაუგმია მოსკოვის ქმედებები და ცდილობს შეინარჩუნოს ნეიტრალური პოზიცია.