"ჯალა-თეა პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა" - ხაბეიშვილი გელათის სარესტავრაციო სამუშაოების საპატრიარქოსთვის გადაბარებაზე

გამოქვეყნდა:

"ჯალა-თეა პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა" - ამბობს პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოებს კულტურის სამინისტროსგან ჩამოშორებასა და საპატრიარქოსთვის გადაბარებაზე. 

"ჯალა-თეა პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, მისი პირადი პასუხისმგებლობაა გელათის განადგურება და ახლა ცდილობენ, რომ პასუხისმგებლობა გადააბარონ საპატრიარქოს. ხვალ რომ რამე მოხდეს, ჯალათეამ თქვას, რომ თვითონ არაფერი დაუშავებია. არადა 7 წელზე მეტია, ამ მდგომარეობამდე რომ მივიდა გელათი, ეს არის პირადად ჯალათეას პასუხისმგებლობა. კიდევ ერთხელ გთავაზობთ უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანას და მათ შორის ფინანსურ უზრუნველყოფას. არ გამოგივათ ვინმეზე რამის გადაბრალება" ,- ამბობს ლევან ხაბეიშვილი. 

გუშინ ეროვნულ მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს, კულტურის სამინისტრო კი სამუშაოებს ფინანსურად უზრუნველყოფს. 

ცნობისთვის 13 თებერვალს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა კულტურის მინისტრს შესთავაზა, რომ ისინი ჩამოიყვანენ მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტებს, უზრუნველყოფენ აღნიშნულს მათ შორის ფინანსურად, რომ გელათის დარჩენილი ნაწილი მაინც გადარჩეს. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი