ისტორია დაგიმახსოვრებთ, როგორც ჯალა-თეა - ხაბეიშვილი ამბობს, რომ მზად არიან გელათის გადასარჩენად სპეციალისტები ჩამოიყვანონ

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კულტურის მინისტრს სთავაზობს, რომ ისინი ჩამოიყვანენ მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტებს, უზრუნველყოფენ აღნიშნულს მათ შორის ფინანსურად, რომ გელათის დარჩენილი ნაწილი მაინც გადარჩეს. 

"ის, ვინც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მრავალი ასეული ეკლესია დაანგრია, საბჭოთა ჯალა-თია, ის, ვინც მიაჩნია, რომ უკრაინაში საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილით მოწყურებულ ომში რუსეთი, ანუ ბოროტება გაიმარჯვებს და პარალელურად საქართველოში ანგრევს გელათს, საბჭოთა ჯალა-თია, სამწუხაროდ, საბჭოთა ჯალათობა წულუკიანების ოჯახური ტრადიციაა, ძალიან ცოტა დრო გრჩებათ ქალბატონო თეა, ჯალათების დრო იწურება, უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველო გათავისუფლდება და თქვენ სახელს ასე დაიმახსოვრებს ისტორია - ჯალა-თეა", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

მან კულტურის სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც წულუკიანის პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერას დაჰპირდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი