რუსეთი მტერი და ოკუპანტია! რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა! რუსეთი დამნაშავეა! რუსეთი მკვლელია! - ასეთი კომენტარებით დაუწერეს პრემიერ ღარიბაშვილს განცხადებაზე, რომელიც მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
ფეისბუქმომხმარებლები პრემიერის იმ განცხადებას გამოეხმაურენ, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით წერს, თუმცა ოკუპაციასა და რუსეთს არ ახსენებს.
ირაკლი ღარიბაშვილი 1921 წლის 25 თებერვლის ტერაგიკულ მოვლენებზე საუბრობს. მოქალაქეები კი პრემიერს ახსენებენ, რომ ეს არა მხოლოდ ტრაგიკული მოვლენები, არამედ ქვეყნის ოკუპაცია იყო.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა დღეს იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკო, თუმცა ადგილი ისე დატოვა, რომ კომენტარი არ გაუკეთებია.
ამავე თემაზე: