
საბჭოთა ოკუპაციის დღეს კახა კალაძეც ეხმაურება და ფეისბუქზე გამოქვეყნებულ სტატუსში, რუსეთს არც ის ახსენებს:
"რომ არა საბჭოთა იმპერია და 1921 წლის 25 თებერვალი, ჩვენი ქვეყნის განვითარება 70 წლით არ შეყოვნდებოდა, არ გვეყოლებოდა ბოროტებას შეწირული უამრავი მსხვერპლი.
ეს თარიღი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ოკუპაცია დროებითია, მთავარი ღირებულება კი უცვლელი - სამშობლო და თავისუფლება." წერს კალაძე ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, პრემიერმა დღეს საბჭოა ოკუპაციის 102 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში რუსეთი არ ახსენა, რასაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მთავრობის ადმინისტრაცია კი ღარიბაშვილის პოსტის ქვეშ, იმ კომენტარებს შლის, სადაც მთავრობის მეთაურს ახსენებენ, რომ რუსეთი ოკუპანტია.