
თურქეთში 600-ზე მეტი ადამიანი სამშენებლო სტანდარტების დარღვევაშია ეჭვმიტანილი. თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბეკირ ბოზდაგის თქმით, მათგან უკვე დაკავებულია 184 ადამიანი, რომლებიც სამშენებლო კონტრაქტორები, კომპანიების მფლობელები და მენეჯერები არიან.
ექსპერტები ამბობენ, რომ მიწისძვრისას განადგურებული შენობების უმრავლესობა არასათანადო მასალების გამოყენებითა და მშენებლობის სტანდარტების დარღვევით აშენდა.
ბოლო მონაცემებით თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა. 6 თებერვალს, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა.