
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის მიერ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტს მიესალმება და ამბობს, რომ უკრაინელი დიპლომატები აპირებენ მოითხოვონ შეზღუდვების გაფართოება Rosatom-ის მიმართ, რომელიც ამჟამად, ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს აკონტროლებს.
„არის ძლიერი სანქციების ნაბიჯები - სამხედრო ინდუსტრიის, ტერორისტული სახელმწიფოს საჯარო სექტორის წინააღმდეგ, პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებმაც რუსული საზოგადოება სიცრუეში დაახრჩვეს და ცდილობენ თავიანთი ტყუილი მთელს მსოფლიოში გაავრცელონ“, - განაცხადა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, ევროკავშირის სანქციების მე-10 პაკეტი, ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა.