
ბელარუსმა პარტიზანებმა მინსკის მახლობლად მდებარე მაჩულიშჩის აეროდრომზე რუსული სამხედრო თვითმფრინავი ააფეთქეს - ინფორმაციას ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მრჩეველი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
წერს, რომ აფეთქებულია რუსული A-50-ის თვითმფრინავი და ამას ბელარუსი პარტიზანებიც ადასტურებენ.
"...ეს არის ყველაზე წარმატებული დივერსია 2022 წლის დასაწყისიდან. რუსული A-50 თვითმფრინავი ააფეთქეს ორ ადგილას, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები. ByPOL-ის ცნობით, დაზიანდა თვითმფრინავის წინა და ცენტრალური ნაწილები, განადგურდა ავიონიკა და სარადარო ანტენა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთს მხოლოდ ცხრა ასეთი თვითმფრინავი ჰყავს", - წერს ფრანაკ ვიაჩორკა.