
ეს არის ახალი ე.წ. ფანჩატური. რამდენი ფანჩატურიც არ უნდა შექმნან და როცა არ უნდა შექმნან, ბუნებრივია, წარმატებული ვერ იქნება ერთი მარტივი მიზეზის გამო - მათ მხარეს ვერ იქნება საზოგადოების მხარდაჭერა. იმდენად დისკრედიტირებულია ეს ხალხი, საზოგადოებამ იცის, ამ პოლიტიკურ ძალებს ჩადენილი აქვთ უამრავი კონკრეტული დანაშაული, აქედან გამომდინარე, მათ საზოგადოება არასდროს გაჰყვება, როგორი ფანჩატურიც არ უნდა შექმნან.
თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ნაწილის მიერ დაანონსებულ პერმანენტულ აქციებზე.