ბრძანებების შესრულებაა, დიაგნოზს სვამს მთავრობა, შემდეგ იმეორებენ ექიმები - ალსანია დავარაშვილის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია კლინიკა "ვივამედის" ექიმის, თამარ დავარაშვილის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ის "ბრძანებებს ასრულებს". ჟურნალისტებთან საუბრისას გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზებზე ჯერ მთავრობა საუბრობს, შემდეგ კი მათ განცხადებებს კლინიკის ექიმები იმეორებენ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გიული ალასანიას თქმით, ის კვლავ მძიმეა, აქვს ტემპერატურა, წნევა, სახსრების ტკივილი.

"ყოველთვის აქვს სიცხე, ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ მაღალი. წნევა - 160, 150, ეს ადამიანს, რომელსაც ჩვეულებრივ ნორმალურ მდგომარეობაში ყოველთვის ჰქონდა დაბალი წნევა. დღეს ისეთი წნევა აქვს, რომელსაც მივყავართ ინსულტისკენ. აქვს ფეხების ტკივილი.

[დავარაშვილის განცხადება] არის ამ ბრძანებების მორჩილება და ამ ბრძანებების შესრულება. სურათი ნახეთ როგორი გვაქვს, დიაგნოზებს სვამს მთავრობა, შემდეგ იმავეს იმეორებს იუსტიციის მინისტრი, შემდეგ იმავეს იმეორებენ აქ ექიმები, ჩვენ სულელები ხომ არ ვართ", - თქვა გიული ალასანიამ.

შეგახსნებთ, თამარ დავარაშვილი მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმია. 26 თებერვალს პალიტრანიუსის ეთერში დავარაშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას არ ემორჩილება. დავარაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიზანია "დამძიმდეს და გაათავისუფლონ".

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი