პარლამენტი არაა ადგილი, სადაც დაშვებულია აქციის გამართვა - პაპუაშვილი ჟურნალისტების არ შეშვებაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი, როგორც ადმინისტრაციული შენობა საპროტესტო აქციების გამართვის ადგილი არაა. 

მისი თქმით, დეპუტატების ნაწილი ბოროტად იყენებს თავმჯდომარის მიერ მიყენებულ უფლებამოსილებას და მოქალაქეები საპროტესტო აქციების ჩასატარებლად შეჰყავთ შენობაში. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საშვები ჟურნალისტებზე დაუშვეს, რომლებიც "რუსული კანონს" აპროტესტებენ.

"კოლეგები ბოროტად იყენებენ იმ პრივილეგიას, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან აქვთ მინიჭებული. მათ შორის, ეძლევათ შესაძლებლობა შემოიყვანონ საშვით სტუმრები თავისთან. ჩვენ ვნახეთ, რომ წინა შემთხვევაშიც ბიუროს სხდომასთან როდესაც იყო გარკვეული აქციასავით მოწყობილი, მაშინაც დეპუტატებმა დაუშვეს და შემოუშვეს სხვადასხვა პირები, იმისთვის რომ აქცია მოეწყოთ მათი კოლეგებისთვის, ეს არაკოლეგიალურია", - განაცხადა პაპუაშვილმა. 

მისივე თქმით, პირადად დააკვირდება, რომ აღნიშნული პრაქტიკა აღარ განმეორდეს და დეპუტატების მიერ სტუმრების შემოყვანა გარკვეულ ჩარჩოებში მოექცეს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ჟურნალისტებმა ბიუროს დარბაზთან კიდევ ერთხელ გააპროტესტეს "რუსული კანონი", რომლის მიღებასაც საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს. მედიის წარმომადგენლების ნაწილი კი შენობაში არ შეუშვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი