
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა. რუსული მედიის ცნობით, სიგალს ორდენი საერთაშორისო კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობებისთვის გადაეცა.
მანამდე კი, შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 30 მაისს სტივენ სიგალი პარტია "სამართლიანი რუსეთის" წევრი გახდა.
სიგალს 2016 წელს პუტინმა რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა, 2018 წელს კი მსახიობი საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსულ-ამერიკული ჰუმანიტარული კავშირების სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.