სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბურჯანაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმის დასკვნას ეხმაურება.
ამბობს, რომ ექიმების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილის წონა 52 კილოს ჩამოცდება, ლეტალური შედეგია მოსალოდნელი.
ჩვენი ექიმების ვიზიტი განხორციელდა 19 თებერვალს, ამ ვიზიტის მიზანი იყო, რომ შეეფასებინათ იმ დროისთვის არსებული მდგომარეობა, როგორ მიმდინარეობდა მკურნალობა. ექიმების ზოგადი შეფასებით, მდგომარეობა დამძიმებული იყო წინა ვიზიტთან შედარებით, რომელიც დეკემბერში განხორციელდა, აღენიშნებოდა გარკვეული მიმართულებით გაუარესება, მაგალითად, წონის კლება არის ერთ-ერთი მიმართულება, 5,5 კილოზე მეტი ჰქონდა დაკლებული წინა ვიზიტთან შედარებით, ასევე წნევის ცვალებადობა მათი მხრიდან იქნა განხილული როგორც ერთ-ერთი საყურადღებო ინდიკატორი.
ჩვენი ექიმების პროექცირებით და პროგნოზით, დაახლოებით 5 კილოს შემდგომ, შემდგომი გაუარესებაა მოსალოდნელი, რაც გულისხმობს იმას, რომ შეიძლება მოხდეს დამატებით მიჯაჭვულობა ლოგინზე და ვეღარ მოხდეს ფეხზე ადგომა. ხოლო 52 კილოს ჩამოშორების შემთხვევაში, ექიმები პროგნოზირებენ ლეტალურ გამოსავალს, - ამბობს ბურჯანაძე.
იხილეთ ასევე:
ავტორი: ზურა პეტროსიანი